„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნო არის აღნიშნული ინიციატივის მთავარი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მის წარმატებით განხორციელებას რეგიონში. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივად.

ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივად.

ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიზანი და ამბიციაა გარდაიქმნას მასშტაბური ზომის პროფესიულ გაერთიანებად, რომელიც მთელ რეგიონს მოიცავს; ინიციატივა, მასში ჩართული წევრებისაგან, მოითხოვს აღებული პასუხისმგებლობის განუხრელად შესრულებას, თუმცა, ამავე დროს, სთავაზობს წვდომას ექსპერტულ ცოდნაზე, თანაბარუფლებიან მხარდაჭერასა და წარმატების ფართოდ გაზიარების შესაძლებლობაზე და ასევე, სხვა ისეთ მნიშვნელოვან სარგებელს, როგორიცაა ეკონომიკური, პოლიტიკური და რეპუტაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიდგომა როგორ მუშაობს „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გაწევრიანება

ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიდგომა

ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიდგომა ეფუძნება შემდეგ მთავარ ასპექტებს:

  • კერძო სექტორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალას;
  • თითოეულ რეგიონს, ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტს აქვს უნიკალური და განსაკუთრებული ძლიერი რესურსი, რომლის განვითარების მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების გაუმჯობესება;
  • საჯარო და კერძო სექტორების დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა, რასაც ემატება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა - წარმოადგენს წარმატების ფორმულას ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისა და გამოყენებისათვის;
  • ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ექსკლუზიური შესაძლებლობა წამოიწყოს და განახორციელოს განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც „ქვემოდან-ზემოთ“ პრინციპით გატარდება;
  • ხელშესახები შედეგების მისაღწევად, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები საჭიროა ეხებოდეს და აერთიანებდეს რამდენიმე „თემატური ბლოკის“ საკითხს, რომლებიც წარმოადგენენ უმთავრეს ადგილობრივ წინაპირობას კერძო სექტორის ზრდისათვის:
    • საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოები
    • წვდომა ფინანსებზე
    • მიწა და ინფრასტრუქტურა
    • უნარები და ადამიანური კაპიტალი, ინკლუზიურობა
    • გარეპოზიციონირება და მარკეტინგი
  • წარმატებული ადგილობრივი ეკონომიკის მქონე რეგიონების გამაერთიანებელ მახასიათებელს წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ძლიერი მოტივაცია, მზადყოფნა და შესაბამისი შესაძლებლობები, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი ეკონომიკური ზრდისაკენ. ამგვარად, ინიციატივაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ეფუძნება შემდეგ ორ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას, რომელიც საჭიროა კერძო სექტორის ზრდისათვის:
    • ბიზნეს-მეგობრული, გამჭვირვალე და კორუფციისაგან თავისუფალი ადმინისტრაცია;
    • ადგილობრივი თანამშრომლობა და საქმიანი საკომუნიკაციო ქსელის აგება.

დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ინიციატივის „კონცეფციის“ (მთავარი პრინციპები და მიდგომები) დოკუმენტში.