თბილისი, 31 იანვარი, 2018წ. - თბილისის მერმა კიკვიძის პარკში გამართა ბიზნეს აქსელერატორის "Spark" გახსნის ცერემონია. ახალი შენობა შეიქმნა ქ. თბილისის მერიის მიერ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) ფარგლებში. პროექტის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ევრო ფინანსდება ევროკავშირის მიერ, ხოლო ქ. თბილისის მერიას ასევე შეაქვს წვლილი გარკვეული თანხით. ბიზნეს აქსელერატორი "Spark" ერთ-ერთია 16 პიონერული პროექტიდან, რომლებსაც ახორციელებენ M4EG-ის ხელმომწერები საქართველოში, სომხეთში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში.
პროექტის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, ქართველი მეწარმეებისა და ქართული მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდა, აგრეთვე, ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელების წახალისება. დღეიდან, აქ შეთავაზებული ახალი სამუშაო სივრცე და სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერისთვის, ვისაც სურს საკუთარ ბიზნეს იდეებზე მუშაობა.
"პროექტი ნაწილია საერთაშორისო ინიციატივის სახელწოდებით "მერები ეკონომიკური ზრდისთვის". მისი მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების წახალისება და ჩვენ მზად ვართ ჩვენი გამოცდილების გაზიარებისთვის", - გახსნის ცერემონიაზე განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
ბიზნეს აქსელერატორის "Spark" შესახებ:
“Spark” ბიზნეს ჰაბი სტარტაპებს სთავაზობს სამუშაო გარემოს და დახმარებას ბიზნეს გეგმის მომზადებაში, რაც შედგება ფინანსების, მარკეტინგის, ბიზნესის ანალიზისა და ბიზნესის დაგეგმვის სფეროში ექსპერტების კონსულტაციებისგან. “Spark” ერთ-ერთი მიზანია პერსპექტიული მეწარმეებისა და ბიზნეს ინვესტორების ერთად შეკრება, რათა სტარტაპებსა ან ახალ მეწარმეებს დაეხმაროს საჭირო ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფაში.
ამ პროექტის ფარგლებში პრიორიტეტი მიეცემათ შემდეგ სფეროებში მომუშავე ახალგაზრდა მეწარმეებს:
უფრო დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.spark.gov.ge
ვიდეო გახსნის ცერემონიიდან: https://www.myvideo.ge/v/3742762
agenda.ge-ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით