კონკურსი წარმატებულ ისტორიებზე

19 ნოემბერი 2019

გაგვიზიარეთ თქვენი ამბავი!

M4EG-ის სამდივნო ეძებს M4EG-ის ინიციატივაში ჩართულობის ფარგლებში თქვენი წარმატების ისტორიებს. გამოგვიგზავნეთ მოკლე აღწერა იმისა, თუ რა შეიცვალა თქვენს მუნიციპალიტეტში ინიციატივაში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მონაწილეობის შედეგად. თუ თქვენი ისტორია იქნება გამორჩეული და სამაგალითო სხვებისთვის, თქვენს მიღწევებსა და გამოცდილებას აუცილებლად ფართოდ გავუზიარებთ M4EG-ის საზოგადოებას.

გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს ეწვევა M4EG-ის სამდივნო; მათი ისტორიები გავრცელდება ადგილობრივ და ეროვნულ მედიაში; თქვენი გამოცდილების პოპულარიზაციისთვის მომზადდება შესაბამისი სტატიები, ფოტო და ვიდეო მასალა; მონაწილეობას მიიღებენ M4EG-ის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ქსელური თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ღონისძიებებში.

პატარა წარმატებებიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი გზას უხსნიან დიდ წარმატებებს. ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ნებისმიერი მიღწევა. რამდენად გაუმჯობესდა კერძო სექტორთან თანამშრომლობა თქვენს მუნიციპალიტეტში „ადგილობრივ ეკონომიკური განვითარების გეგმაზე“ მუშაობის შედეგად? შეძელით დაგენერგათ M4EG-ის სასწავლო ტურის ან ქსელური თანამშრომლობის ღონისძიების ფარგლებში შესწავლილი რომელიმე საუკეთესო გამოცდილება? „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ განხორციელებამ ან თანამშრომელთა გაცვლის პროგრამაში მონაწილეობამ უკვე მოიტანა ხელშესახები და გაზომვადი შედეგები? მოგვიყევით თქვენი წარმატების შესახებ M4EG-ის წარმომადგენლისთვის მოკლე ინფორმაციის გამოგზავნით შემდეგ ფორმატში:

 

ხელმომწერის დასახელება:_________________________________________________

M4EG-ში გაწევრიანების თარიღი და ამჟამინდელი სტატუსი: _________________________________________________________________

რა არის თქვენი წარმატება? (გთხოვთ, აღწერეთ განხორციელებული რეალური პოზიტიური ცვლილება)  - დაახლოებით ერთი აბზაცი

როგორ არის ეს წარმატება დაკავშირებული M4EG-ის მხარდაჭერასთან? (გვითხარით, კონკრეტულად როგორ განაპირობა ეს ცვლილება ინიციატივაში თქვენი მუნიციპალიტეტის მონაწილეობამ) - დაახლოებით ერთი აბზაცი

როგორ შეიძლება ამ წარმატების გაზომვა? (მოიყვანეთ ცვლილების დამადასტურებელი ციფრები „-მდე“ და „შემდეგ“)

საკონტაქტო პირი (სახელი და თანამდებობა) – ეს ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, თუ თქვენი ისტორია M4EG-ის სამდივნოს მიერ  შეირჩევა გავრცელებისათვის.