აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქალაქები და მუნიციპალიტეტები ტერიტორიული მარკეტინგისა და რეკლამის ნიუანსებს აითვისებენ

17 მაისი 2018

თანამედროვე სამყაროს მზარდი გლობალიზაციისა და მუდმივი ურთიერთკომუნიკაციის პირობებში,მცირე ზომის ტერიტორიისათვის აუცილებლობას წარმოადგენს სწორი იმიჯის შექმნა და გარე სამყაროსათვის გაზიარება, რათა შეძლოს ინვესტორების, ვიზიტორებისა და ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა,რომლებიც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს წარმოადგენენადგილობრივი ეკონომიკის დინამიკურიგანვითარებისათვის.

ამასთან, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მოქმედი წევრების საჭიროებების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ არსებული ადგილობრივი შესაძლებლობები კვლავაც არასაკმარისიაკომპლექსურიმიდგომების შესამუშავებლად, რაც საჭიროა ტერიტორიული ბრენდინგის, პოზიციონირებისა და რეკლამირებისათვის.

სწორედ ამიტომ, დაგეგმილია ერთდღიანი სპეციალიზებული ტრენინგების სერია გარე პოზიციონირებასა და მარკეტინგში, რომელიც ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდება ინიციატივის ხელმომწერთათვის მთელი რეგიონის მასშტაბით,2018 წლის ივნისსა და ივლისში. 

საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ტრენინგის მონაწილენი აითვისებენ ისეთ აუცილებელ უნარებს, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება; ადგილობრივი ბრენდის შექმნა და რეკლამირება დატერიტორიის/ადგილობრივი პროდუქციის იდენტობის შექმნა და რეკლამირება; ქალაქის/მუნიციპალიტეტის რეკლამირება, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილისა და საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა.

ტრენინგების ჩატარების გრაფიკი მოცემულია ჩვენს კალენდარში