საქართველოს ქ. ბოლნისში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი ადგილობრივი აგრობიზნესის მხარდაჭერისა და სოფლის განვითარების წახალისების შესახებ

17 ივნისი 2019

2019 წლის 13-14 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ბოლნისის პირველ საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობდნენ სოფლის განვითარებით დაინტერესებული პირები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებიდან. აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ესწრაფვის რელევანტური დისკუსიებისა და პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვის ყოველწლიურ ფორუმად გარდაქმნას, გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისშიეფექტურიბიზნესსაქმიანობისპლატფორმისდაფუძნება“[1] ფარგლებში. ფორუმი ერთობლივად იყო ორგანიზებული ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს მიერ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი დავით შერაზადიშვილი მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ცდილობს საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტიზისა და მიდგომების გაცნობას, რაც ბოლნისს დაეხმარება მისი მთავარი ეკონომიკური სექტორების - სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის - განვითარებაში. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მივაღწევთ ამ მიზანს. ვგეგმავთ ბოლნისის ფორუმის, როგორც ზრდისა და გაცვლების პლატფორმის, ყოველწლიურად გამართვას“.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა კატალინ გერმანმა ასევე ხაზი გაუსვა დაინტერესებული მხარეებისთვის აღნიშნული ფორუმის დიდ მნიშვნელობას. „ეს ღონისძიება აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტებს გაცნობიერებული აქვთ ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების საჭიროებაეკონომიკის სტიმულირების პროცესში და მოთხოვნა ახალი მიდგომებისა და გამოსავლის გზებისადმი“, - განაცხადა მან. „არცერთი ეროვნული პოლიტიკა, რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს იგი, არ არის საკმარისი ადგილზე რეალური ცვლილებებისთვის, თუ მასში წამყვანი ადგილი არ უკავიათ ადგილობრივ ხელისუფლებებს“.

ფორუმს დაესწრო საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, სომხეთისა და აზერბაიჯანიდანეროვნული მთავრობის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი ხელისუფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, აგრეთვე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)150-მდე წარმომადგენელი. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და გამოცდილება სხვადასხვა საკითხზე, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი სოფლის ეკონომიკის განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, მთავარი ფოკუსით ადგილობრივი ადმინისტრაციების როლზე ადგილობრივი აგრობიზნესების მხარდაჭერის საქმეში.

ფორუმის ორი სპეციალური თემატური პანელი გაიმართა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს ორგანიზებით, რომელთა მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებიდან აგრობიზნესის განვითარების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და გამოწვევების შესახებ მსჯელობა. ეს დისკუსიები იყო სოფლის მეურნეობის შესახებ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ თემატური ჯგუფის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგი. აღნიშნული თემატური ჯგუფის წევრები არიან ამ რეგიონიდან „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმომწერი ის მუნიციპალიტეტები, რომელთაც „ადგილობრივ ეკონომიკური განვითარების გეგმებში“ ადგილობრივი ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარება.

დისკუსიებისა და ურთიერთგაცნობის შესაძლებლობების გარდა, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნეს შესაძლებლობებს და ბოლნისის მუნიციპალური ხელისუფლების მიერ გაწეულ მხარდაჭერით საქმიანობას. ფორუმი დასრულდა ვაზის დარგვის ცერემონიით, ღვინის დეგუსტაციითა და ეროვნული მუსიკისა და ცეკვის კონცერტით.

ცნობა: 2017 წლის ივნისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ინიციატივის ძალიან აქტიური წევრია. 2017 წელს მან წარმატებით გაიარა ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული ევროკავშირის საგრანტო დაფინანსების კონკურსი და „ადგილობრივ ეკონომიკური განვითარების გეგმაზე“მსოფლიო ბანკის ტექნიკური ექსპერტების მხრიდან  მიიღო დადებითი შეფასება. ბოლნისის მუნიციპალიტეტს მინიჭებული აქვს ინიციატივის „გამორჩეული წევრის“ სტატუსი.

სრული გალერეა