საპილოტე პროექტების წარდგენა გორის მუნიციპალიტეტში

12 მარტი 2018

12 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საპილოტე პროექტის  „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ საჯარო წარდგენა გაიმართა.

პროექტის საჯარო განხილვასგორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმომადგენლები  და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მსვლელობისას პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას პროექტის ასეთი მასშტაბური  და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

პროექტის განსახორციელებლად გორის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისგან მიიღო1 800 000 ლარი გრანტის სახითინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2 087 991, 36 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს.

პროექტის ხანგრძლივობაა  28 თვედა მისი განხორციელება 2020 წელს დასრულდება.პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა მხარდაჭერას მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის, მათი უნარების გაძლიერებისა და კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის დამყარების გზით. ასევე, ტურისტული ბიზნესით დაკავებული ან/და დაინტერესებული ახალგაზრდების/სტუდენტების უნარების გაძლიერებას, რათა გაიზარდოს მათი დასაქმების შესაძლებლობები. პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა გორის მუნიციპალიტეტის უფრო მიმზიდველ ადგილად გადაქცევა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, იმისათვის რომ  გაიზარდოს ტურისტთა რაოდენობა და ინვესტიციები ტურიზმის სექტორში.

ღონისძიების დასასრულს ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელმა,პიტერ კორსბიმ გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს სიმბოლურად გადასცა პროექტის კლუბის წევრობის სერტიფიკიატი და წარმატება უსურვა მუნიციპალიტეტს პროექტის განხორციელებაში.

 

იხილეთ ფოტოგალერეა