2019 წლის 10 თებერვლიდან 16 თებერვლამდე პერიოდში, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სფეროს ოფიციალური პირებისგან შემდგარი ჯგუფისთვის განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში.
სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ნიდერლანდების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის გზით მონაწილეების ცოდნის გაღრმავება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხზე. ვიზიტის ყურადღების საგანი იყო ინსტიტუციური და ორგანიზაციული მოწყობა, დაფინანსება, პოლიტიკის და პროექტის განვითარება. ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო M4EG-ის ყველაზე აქტიური მოქმედი წევრების 30-მა წარმომადგენელმა.
5-დღიანი ვიზიტის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ჰოლანდიის სამთავრობო სისტემის საფუძვლებს, მათ შორის, ინფორმაციას მთავრობის სხვადასხვა დონისა და მათი უფლებამოსილებების, აგრეთვე, სისტემაში სხვა აქტორების როლისა და ადგილის შესახებ. აგრეთვე, მათ შეისწავლეს „სამმაგი სპირალის“ კონცეფცია, რომელიც ხაზს უსვამს საჯარო ორგანიზაციებს, კერძო აქტორებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის როლს ეკონომიკური განვითარების წახალისების საქმეში.
ნიდერლანდებში ადგილობრივი განვითარების სფეროში მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან რამდენიმე შეხვედრის საშუალებით, M4EG-ის ხელმომწერები გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო გამოცდილებას, მათ შორის, „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ თეორიას და მის პრაქტიკულ გამოყენებას; ტურიზმის გავლენას ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე; განვითარების რეგიონული სააგენტოების როლსა და მნიშვნელობას რეგიონულ დონეზე ეკონომიკური განვითარების სტიმულირების საქმეში; და მუნიციპალური თანამშრომლობის ხელშეწყობის გზებს.
ვიზიტის თითოეულმა მონაწილემ ჩამოაყალიბა რამდენიმე მოსაზრება, რომელსაც გაუზიარებს თავის კოლეგებს და დანერგავს საკუთარ ქვეყანაში.
სასწავლო ვიზიტის სრული ანგარიში ხელმისაწვდომია აქ.
სრული გალერეა