კონტექსტი
M4EG -ის მასპინძლობით გამართული ურბანული ტრანსფორმაციის 2021 წლის ვირტუალური ფორუმი, ორიენტირებული იქნება სისტემის ტრანსფორმირებასა და რთულ ვითარებაში მუშაობაზე. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ურბანული ტრანსფორმაციის ახალი პრაქტიკა. აუდიტორია არის სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, M4EG ქსელის წევრები, სხვა ქალაქები და მუნიციპალიტეტები და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ქვეყნებში მოქმედი დელეგაციები/ოფისები
კონცეფცია
ქალაქები და მუნიციპალიტეტები სისტემურ რისკებთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ასეთი რისკი შესაძლოა უკავშირდებოდეს კლიმატურ მოვლენებს, ისევე როგორც COVID-19 -ის პანდემიას. პანდემიამ მკაფიოდ გამოკვეთა მათი დაუცველობა და მედეგობის ამაღლების საჭიროება, რადგანაც გრძელვადიანი გავლენა მოახდინა ჩვენი ურბანული სივრცეების სტრუქტურულ ასპექტებზე, სივრცით განაწილებასა და ორგანიზებაზე. ქალაქები ასევე წინა ხაზზე დგანან კომპლექსური პრობლემების გადაჭრისას, როგორიცაა უთანასწორობა და ახალი ტექნოლოგიების ათვისება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებს კვლავაც ატყვიათ ურბანული განვითარების სოციალისტური ან თუნდაც წინა სოციალისტური ურბანული წარსულის სოციალური და კულტურული ნაკვალევი. ბევრი განიცდის სოციალ - ეკონომიკური ფაქტორების ერთობლივ ზემოქმედებას. ერთ ერთი ფაქტორი არის გარე მიგრაცია და ბუნებრივი პოპულაციის უარყოფითი ბალანსი, რაც იწვევს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებას და განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკურად ჩამორჩენილ მეორად და პატარა ქალაქებზე. რეგიონის დიდი თუ პატარა ქალაქები სისტემატურად განიცდიან რესურსების ნაკლებობას, ითხოვენ მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას, არიან დაბინძურების უმაღლესი დონის საფრთხის და სახელმწიფო ადმინისტრირების და დაუბალანსებელი განვითარების პრობლემების წინაშე.
დღის წესრიგი
როდის & სად
9 - 11:00 CET, 19 ნოემბერი, 2021
პლატფორმა: პირდაპირი ვებ სტრიმი, Notified-ის მეშვეობით 09:00 - 09:10
მისალმება & მასპინძლების მისასალმებელი სიტყვები - EU & UNDP
09:10 - 09:20
ვიდეო - ფაქტები M4EG ქსელის შესახებ
09:20 - 09:30
წევრების და მონაწილეების ლაივ გამოკითხვა
09:30 - 09:45
სისტემის ტრანსფორმირების ხედვა – ინტერვიუები ექსპერტებთან 09:45 - 10:30
დიალოგი სხვადასხვა მონაწილეებს შორის - როგორ ვაქციოთ მისია და ხედვა ქმედებად, როგორ ვიყოთ მზად მომავლისთვის