კონფერენცია “მუნიციპალიტეტები მდგრადი ზრდისთვის”: ევროკავშირისგან მწვანე შუქი აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის

26 ნოემბერი 2018



22-23 ნოემბერს, კიევში დაიწყო მაღალი დონის ორდღიანი კონფერენცია „მუნიციპალიტეტები ეკონომიკური ზრდისთვის“. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლებების, ადგილობრივი ხელისუფლებების ასოციაციების, პარტნიორი ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების, ასევე, ევროკავშირის დაახლოებით 400 წარმომადგენელი განიხილავს ადგილობრივი ხელისუფლებების როლს მდგრადი განვითარების, ეკონომიკური მედეგობის და კლიმატური ცვლილების კომპლექსური საკითხების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირებაში.

„შესანიშნავია, რომ ევროკავშირის ორმა ძირითადმა ინიციატივამ, მერების პაქტმა და მერებმა ეკონომიკური ზრდისთვის, გააერთიანეს ძალები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან 320-ზე მეტი მერის კიევში შესაკრებად: მთელ მსოფლიოსა და ევროკავშირში, მუნიციპალიტეტები თამაშობენ მზარდად მნიშვნელოვან როლს რეალური ცვლილებების განსახორციელებლად ადგილზე, მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე პირდაპირი გავლენით“, - პიტერ ვაგნერი, უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი (ევროკომისია, სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორია).

გენადი ზუბკომ, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა ღონისძიებაზე განაცხადა:
„ეს არის ის გზა, რითაც ვაძლიერებთ ადგილობრივ თემებს, ვაძლევთ შესაძლებლობებს, რომ განავითარონ საკუთარი სტრატეგიები, ვიზიდავთ ინვესტორებს, ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, და მტკიცედ მივდივართ მდგრადი ზრდის მიმართულებით. მუნიციპალიტეტებს ჰყავთ მენეჯმენტის ახალი ჯგუფები ახალი შესაძლებლობებით, რესურსებითა და მიდგომებით, რაც აყალიბებს ევროპული მართვის ახალ სისტემას ქვეყნის მასშტაბით“.

დისკუსიების განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის, ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებისა და დინამიური და მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკის მშენებლობისთვის. რეგიონში მოღვაწე პრაქტიკოსები მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ საუკეთესო გამოცდილებას გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში ადგილობრივი გადაჭრის გზების სფეროში და განიხილავენ მომავლის გამოწვევებზე თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმებსა და ინტეგრირებულ მიდგომებს.

კონფერენციის პირველი სამუშაო დღის ბოლოს, მუნიციპალიტეტის 50-ზე მეტი საუკეთესო ადმინისტრატორი მიიღებს სამახსოვრო ჯილდოს, რომელიც აღიარებს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების დინამიურად, მდგრადად და მედეგად განვითარებაში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებსა და მიღწეულ გამორჩეულ შედეგებს.

მაღალი დონის კონფერენცია ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის ორი ძირითადი ინიციატივის - მერების აქტი და მერები ეკონომიკური ზრდისთვის - მიერ.


გალერეა