18 მარტს,მერები ეკონომიკური ზრდისთვის სამდივნოს ორგანიზებით, შედგა პერსონალის გაცვლის პირველი მისია. ღონისძიების ფარგლებში უკრაინის ქ. ლვოვს ეწვია პოლონელი პრაქტიკოსი, რომელიც ქალაქს დაეხმარება მეწარმეობის მხარდაჭერის ცენტრის დაფუძნებაში.
2019 წლის ბოლომდე, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში დაგეგმილია პოლონეთის, ლატვიის, დანიის, ნიდერლანდებისა და იტალიის საჯარო მოხელეების მინიმუმ 8 სხვა ერთკვირიანი ვიზიტი. აღნიშნულის ფარგლებში ისინი ისაუბრებენ სხვადასხვა საკითხში ევროპულ ცოდნასა და საუკეთესო გამოცდილებებზე, მათ შორის, ტურიზმის განვითარების, საგარეო ინვესტიციების მოზიდვის, სადურგლო საქმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვების ჩამოყალიბების, ადგილობრივი ფესტივალების ორგანიზების, რეგიონული ბრენდის დაფუძნებისა და ტერიტორიული მარკეტინგის განხორციელების მიმართულებებით.
ჩვენ მივყვებით ამ მოვლენებს და მოგაწვდით ინფორმაციას შედეგების შესახებ.