ძვირფასო ხელმომწერები, პარტნიორები, დაინტერესებულო მხარეებო, მეგობრებო!
ბევრი სხვა ორგანიზაციის, ბიზნესის და პროექტის მსგავსად, COVID-19 კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ M4EG-ის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებზეც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა, ვინაიდან ყველა მონაწილე ქვეყნის მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის შეზღუდვა დააწესა.
ამავე დროს, ჩვენი მთავარი პარტნიორები - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ადგილობრივი ადმინისტრაციები - ამჟამად დგანან უდიდესი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დაკავშირებულია არა მხოლოდ თავად ვირუსთან, არამედ ადგილობრივ და მსოფლიო დონეზე ეკონომიკური აქტივობის უპრეცედენტო შეფერხებასთანაც. ეს მოითხოვს ექსტრემალურ ნაბიჯებს პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის.
ასეთ სიტუაციაში M4EG-ის სამდივნო აგრძელებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობას, ყველაფერს ვაკეთებთ დაბრკოლებებით სავსე ახალ ვითარებაში ჩვენი ხელმომწერებისთვის არსებული სერვისების მიწოდების შენარჩუნებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, ახალი სერვისების განვითარებისთვის.
ევროკომისია და M4EG-ის სამდივნო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, განვიხილავთ მიმდინარე საჭიროებებს და შესაბამისი ცვლილებები შეგვაქვს პროექტის აქტივობებში, რომელთა მიზანია ჭკვიანური ინტერვენციებით მაქსიმალური ეფექტის მიღება.
მომავალშიც გაცნობებთ განვითარებების შესახებ.
მანამდე კი, ეს არის ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ 2020 წლის პირველ სამ თვეში.