სპეციალური ცნობა სამდივნოსგან

30 დეკემბერი 2020

სპეციალური ცნობა სამდივნოსგან

2020 წლის დეკემბერში, I ფაზის M4EG-ის სამდივნო აჯამებს თავის საქმიანობას. გვინდა, M4EG-ის ხელმომწერებს, პარტნიორებს, დაინტერესებულ მხარეებს და ადამიანებს მადლობა გადაგიხადოთ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის. გრძელი და საინტერესო გზა გავიარეთ - ვმუშაობდით ერთად, ვნერგავდით ახალ საკითხებს, ვსწავლობდით ერთმანეთისგან, ვუზიარებდით საუკეთესო გამოცდილებას, ვიზრდებოდით პროფესიულად, ერთმანეთს უკეთ ვიცნობდით და ვაყალიბებდით შინაარსიან კავშირებს.

ძალიან ვამაყობთ ჩვენი ერთობლივი მიღწევებით. სევდა გვეუფლება იმის გაცნობიერებით, რომ პროექტის I ფაზა დასასრულს მიუახლოვდა. ამავე დროს, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ არ სრულდება და მისი მეორე ფაზა ხელმომწერებთან ერთად გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.

M4EG-ის II ფაზას შემდგომი ოთხი წლის მანძილზე სხვა ორგანიზაცია განახორციელებს. ახალი განმახორციელებელი გუნდის, ინიციატივის კონკრეტული საკითხების და ვადების შესახებ ინფორმაციას 2021 წლის დასაწყისში, გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, მიიღებთ.

ასე რომ, იყავით შემართებით და მოემზადეთ ახალი გამოწვევისთვის!