ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საორგანიზაციო კომიტეტმა მესამე შეხვედრა გამართა: მომავლის ნაბიჯების განსაზღვა

18 ივლისი 2019

2019 წლის 25 ივნისს, ქ. თბილისმა უმასპინძლა ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საორგანიზაციო კომიტეტის მესამე წლიურ შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ ექვსი მონაწილე სახელმწიფოს სექტორული სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლებების ასოციაციების, საგრანტო პროექტების, აგრეთვე, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორიის, მსოფლიო ბანკის და M4EG-ის სამდივნოს წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრები.

წინა შეხვედრების მსგავსად, მონაწილეები გაეცნენ ინიციატივის განხორციელების მიმდინარე პროგრესსა და შედეგებს. აღსანიშნავია, რომ მისი განხორციელების მესამე წელს, ინიციატივამ გადააჭარბა თავდაპირველ სამიზნე შედეგებს და აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, ვინაიდან მასში მთელი რეგიონიდან ჩაერთო 300-ზე მეტი ხელმომწერი.

ამჟამად მთავარი კითხვები არის ის, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ ასეთი დიდი რაოდენობის ხელმომწერებს კარგი ხარისხის სერვისები და რაზე უნდა ფოკუსირდეს M4EG-ის ინიციატივა 2020 წლის შემდეგ. ევროკომისიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ინიციატივა 2020 წლის შემდეგაც გაგრძელდება. ასევე, მათ მოუწოდეს დაინტერესებულ მხარეებს, რომ წარმოადგინონ შეთავაზებები და რეკომენდაციები ინიციატივის შემდეგი ფაზის შესახებ.

 

საორგანიზაციო კომიტეტის მესამე სხდომის მასალები ხელმისაწვდომია აქ