ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაზე M4EG-ის პრაქტიკული ტრენინგის ონლაინ ვერსია ექვს ენაზე უკვე ხელმისაწვდომია M4EG-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

28 მაისი 2019

აღნიშნული ონლაინ კურსი ეფუძნება შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამას, რომელიც შექმნილია სპეციალურად M4EG-ის ხელმომწერებისთვის და ხორციელდება ევროპელი ექსპერტების მიერ. კურსი ხელმისაწვდომია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, ქართულ, რუმინულ და უკრაინულ ენებზე.

კურსის მონაწილეები გაეცნობიან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისადმი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მთავარ პრინციპებსა და მიდგომებს, და გეგმის ძირითად ნაწილებს. აგრეთვე, შეძლებენ ვიდეო ინსტრუქციებისა და სავარჯიშოების გამოყენებას და ტესტების საშუალებით საკუთარი პროგრესის შემოწმებას. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული მსმენელები მიიღებენ M4EG-ის ოფიციალურ სერთიფიკატს.

ამჟამად ტრენინგი ხელმისაწვდომია მხოლოდ M4EG-ის ხელმომწერებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ M4EG-ის სამდივნოს.

ონლაინ პრაქტიკული კურსი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაზე